პროექტის ფასილიტატორის შეფასება

 

სასწავლო პროექტი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
როდესაც ამ პროექტზე მუშაობა შევთავაზე მოსწავლეებს, ჩემი მიზანიც  ეს იყო: განვითარებოდათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები. პროექტზე მუშაობის დაწყებამ ნათელყო, რომ ჩემსა და  მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან.  
ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს  მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.
სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე; პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე; შეფასების კრიტერიუმებზე, გადაწყდა, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მსჯელობა;
  • წერითი სამუშაო.
     სამუშაო  განაწილებული იყო ჯგუფების მიხედვით.  პროექტზე მუშაობისას საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ, ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; ჩაატრეს სხვადასხვა სახის გამოკითხვა,  გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
       საპროექტო თემა სცილდება სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებით. აისათვის გამოვიყენეთ  კლასის საათისთვის განკუთვნილი დრო.

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს, ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება ბულინგის შესახებ, დასახულ მიზანს კი, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე იღებენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს. მიიღეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ, გაეცნენ სზოგადოების დამოკიდებულებას  და ჩაოუყალიბდათ შეხედულება ამ საკითხის მიმართ. პროექტის დასრულების შემდეგ მათ შეავსეს შეფასებისა და თვითშეფასების სქემები.
 გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

 

Комментариев нет:

Отправить комментарий