სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელი:
,,შეაჩერე ბულინგი"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
- ბავშვებს შორის ძალადობის მიზეზებისა და შედეგებს გაანალიზება.
3. პროექტის აქტუალობა:
- მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ ბავშვებს შორის ძალადობის მიზეზებისა და შედეგებს.
- მოიძიებენ მასალებს,წაიკითხავენ მხატვრულ ლიტერეტურას, ნახავენ ფლმებსა და სპექტაკლებს,
4. პროექტის მიზნები:
- გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით,
- სტატიის მომზადება;
- თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: V კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- კედლის გაზეთი
- ფოტო მასალა;
- ვიდეო მასალა;
- ბუკლეტები
- ჩანაწერები;
- ესეები;
- სტატიები ამ მხარის შესახებ;
- საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
- პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
- კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
- საჭირო ლიტერატურა;
- ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
- ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
- ჯგუფების შექმნა;
- ფუნქციების განაწილება;
- კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება ბულინგის შესახებ მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ნტერვიუს ჩაწერა , მოსახლეობის გამოკითხვა, კედლის გაზეთების შექმნა.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
- მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
- ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
- პრეზენტაციის უნარი;
- მსჯელობა;
- წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში
( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია
ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების
საწყისი უნარი.
ქართ. V. 7. მოსწავლეს შე-უძლია მისთვის საინტერე-სო თემატიკის შემცველი
სხვადასხვა სახის არამხა-ტვრული ტექსტების
(საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა
და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.
ქართ. V. 8. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა
ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ. V. 14.
მოსწავლეს
შე-უძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
ნინო ტოგონიძე. სსიპქალაქ თბილისის 161 სააჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნინო ტოგონიძე. სსიპქალაქ თბილისის 161 სააჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninotogonidze28@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: bulingiV.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий